რუსეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე ორ დღეში 400 ადამიანი დააკავეს

რუსეთში ს ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე ორ დღეში 401 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ОВД იტყობინება.
ყველაზე მეტი, 200–ზე მეტი ადამიანი სანქტ-პეტერბურგშია დაკავებული. აქტივისტების ნაწილს 1-დან 6 დღემდე პატიმრობა მიესაჯა, ნაწილი კი დააჯარიმეს.
აქცია ს 36 ქალაქში ჩატარდა.
იმავე დღეს უწყებაში ამტკიცებდნენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: “გარდაცვალების მიზეზი დგინდება”. კრემლის პროპაგანდისტული RT კი ირწმუნებოდა, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.
დღეს, 18 თებერვალს კოლონიის წარმომადგენლებმა ნავალნის გარდაცვალების მიზეზად დედამისს “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელეს.
ამასთან, ნავალნის პრესმდივნის კირა იარმიშის თქმით, საგამოძიებო კომიტეტი და კოლონია სხვადასხვა ინფორმაციებს აწვდიან. მაგალითად, იარმიშის განცხადებით, საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი ჯერ დაუდგენელია.