რუსეთში, ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 400-დე გაიზარდა

რუსეთში, 2 დღის განმავლობაში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 400 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული მედია ОВД ავრცელებს.
ყველაზე მეტი, 147 აქტივისტი სანკტ-პეტერბურგში დააკავეს. მეორე ადგილზე 49 დაკავებულით მოსკოვია.
დაკავებულთა ნაწილს 1-დან 6-დღემდე პატიმრობა მიესაჯა. აქტივისტების თქმით რამდენიმე დაკავებულს პოლიციამ სცემა.
რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ს სხვადასხვა ქალაქებში აქტივისტებმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან შეკრება დაიწყეს.
ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეკრებები რუსეთის და მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისშიც გაიმართა.
რუსი ოპოზიციონერი 16 თებერვალს, პატიმრობაშ გარდაიცვალა.