რუსეთში მწერალ დმიტრი ბიკოვზე ძებნა გამოცხადდა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტზე, დმიტრი ბიკოვზე, ძებნა გამოაცხადა – ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა “მედიაზონა”.
ძებნის ბაზაში დაკონკრეტებული არ არის, რომელი საქმის ფარგლებში ეძებს პოლიცია მოქალაქეებს. ცნობილია, რომ რუსეთში ბიკოვის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ს არმიის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელებაზე და ე.წ. “უცხოეთის აგენტების” რეესტრში შეყვანილი პირებისთვის მოქმედი წესების დარღვევაზე.
თანამედროვე რუსეთში 57 წლის ბიკოვი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორია, მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია. ბიკოვი რუსეთის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი იყო, იგი რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებითაა ცნობილი.
ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მწერალი -ში გადავიდა საცხოვრებლად, ის იქ კორნელის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს.
ფორუმი