რუსეთში მცხოვრებმა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ, განაცხადა, რომ ის არ მონაწილეობს ენგურის ხიდთან სატვირთო ტერმინალის მშენებლობის პროექტში

რუსეთში მცხოვრებმა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ, განაცხადა, რომ ის არ მონაწილეობს ენგურის ხიდთან სატვირთო ტერმინალის მშენებლობის პროექტში, რომელის მიზანიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ტვირთების ტრანზიტია.
მანამდე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება “მსოფლიო ხალხთა ასამბლეის” მხარდაჭერით, მსოფლიო ხალხთა ასამბლეა” არის კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისა, რომლებიც „იზიარებენ და ავითარებენ ევრაზიული ინტეგრაციის, მსოფლიოს დაცვისა და მეგობრობის განმტკიცების, თანხმობის, პარტნიორობისა და ერებს შორის კეთილმეზობლობის იდეებსა და ღირებულებებს. მისი ხელმძღვანელია ანდრეი ბელიანინოვი, რუსი ჩინოვნიკი, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ყოფილი უფროსი, ხოლო მისი ერთ-ერთი მოადგილეა იგორ გიორგაძე, ხელმძღვანელი არაკომერციული ორგანიზაციისა „საქართველო საზღვარგარეთ“ .
მას შემდეგ, რაც სოხუმმა პროექტში გიორგაძის შესაძლო ჩართულობაზე გაამახვილა ყურადრება, რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზამ“ თემაზე სტატია მოამზადა და კომენტარისთვის იგორ გიორგაძესაც დაუკავშირდდა სოციალური ქსელების საშუალებით. რაზეც მან უპასუხა, რომ კომენტარს გააკეთებდა „საჯაროდ უკვე წარმოდგენილ ვერსიებზე, ფაქტებსა და ვარაუდებზე, თავისი პირობებითა და თავისსავ პლატფორამაზე“.
მოგვიანებით გიორგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “კეთილი ადამიანები” აფხაზური მხრიდან „განზრახ ამახინჯებდნენ“ მის როლს ნახსენებ ბიზნესპროექტში. ამასთან, მან დადებითად შეაფასა სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივები „რუსეთიდან აფხაზეთის, საქართველოს გავლით და შემდგომ კავკასიამდე, თურქეთამდე, ირანამდე, ახლო აღმოსავლეთამდე და ასევე დიდი აბრეშუმის გზის გასწვრივ“.
“ჩემდა სამწუხაროდ, რიგი გარემოებების გამო, მე არა მხოლოდ ვერ ვიქნები ამ გრანდიოზული პროექტის ორგანიზატორი, არამედ მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რაიმე ფორმით შევიტანო წვლილი მის განხორციელებაში“, – დაწერა გიორგაძემ.
მან, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაც გააკრიტიკა, რომელიც, მისი სიტყვებით ხელს უშლის „მშობლიურ საქართველოში“ დაბრუნების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესის დასრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლმა მისი სახელი ძებნილ პირთა სიიდან ამოიღო.
მან კომენტარი გააკეთა, ასევე სოციალური ქსელების აფხაზი მომხმარებლების მოსაზრებებზე აფხაზეთის ომში მის მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ „თავის ხელქვეითებთან ერთად ის ეწინააღმდეგებოდა მის [ომის] დაწყებას და ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი და შეუძლებელი იტო, რათა შეეჩერებინა ორ ხალხს თავს მოხვევული ძმათამკვლელი ომი“.
გიორგაძე: ბიოგრაფია და პოლიტიკური კონტექსტი
იგორ გიორგაძე – “კაგებეს” ყოფილი თანამშრომელი და საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი. ამ თანამდებობაზე დაინიშნა 1993 წელს, ფორმალურად მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით. მაგრამ არაერთხელ თქმულა, რომ ამაში მთავარი როლი მოსკოვმა შეასრულა.
„რუსებმა დამირეკეს და მითხრეს, გიორგაძის დანიშვნა კარგი იქნებოდაო – ეს ჩვენს ურთიერთობას გააიოლებდა“, – გამოცემა iFact-ს ეს ციტატა შევარდნაძის მემუარებიდან მოჰყავს.
2003 წელს ეს ვერსია თავად გიორგაძემაც დაადასტურა, „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში. თქვა, რომ თავიდან სხვა კანდიდატის ბრძანებას მოეწერა ხელი, შემდეგ კი „მეგობრების“ ჩარევით, არჩევანი მასზე შეჩერდა.
1995 წელს ქართულმა უფლებადამცველმა უწყებებმა გიორგაძე შევარდნაძეზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. მაშინ მან ქვეყანა დატოვა. იმავე წელს ქართული მხარის მოთხოვნით, ინტერპოლმა გიორგაძეზე საერთაშორისო ძებნა „წითელი ცირკულარით“ გამოაცხადა.
დევნილობაში გიორგაძემ პოლიტიკური პარტია და სხვადასხვა ანტისამთავრობო მოძრაობა დააარსა. ის ყოველთვის აქტიურად მოუწოდებდა საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობის აღდგენისკენ.
2016 წელს ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ მისი ძებნა შეწყვიტა და ძებნილთა ბაზიდან ამოიღო. ამის მიზეზი გახდა გიორგაძის სტატუსი რუსეთში (რუსული მედიის ცნობით, იქ გიორგაძემ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო).
ახლა იგორ გიორგაძე არის მემუარების ავტორი და აქტიური სპიკერი რუსულ მედიაში. როგორც ოპოზიციური ტელეგრამ-არხი „-ცენტრი“ აღნიშნავს, მისი საჯარო თეზისები არცთუ იშვიათად ემთხვევა რუსულ პოლიტიკის ფორმულირებებს სამხრეთ კავკასიაში:
„იგორ გიორგაძეს, ლუბიანკოსა და კრემლს შორის ტოლობის ნიშანია. მისი კავშირი ენგურის გავლით სატრანზიტო გზის იდეასთან მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ეს იდეა რუსეთში დაიბადა“.