რუსეთში მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალში საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს

რუსეთში, სოჭისთან ახლოს მდებარე დასახლება სირიუსში, მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს. ამის შესახებ გამოცემა SOVA წერს.
40 კაცისგან შემდგარ ჯგუფს პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. ღონისძიებაში ოკუპირებული სა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციებიც მონაწილეობენ.
ფესტივალი 1-დან 7 მარტამდე გაგრძელდება.
როგორც ლორთქიფანიძე თავის Facebook-ზე წერს, ქართულ დელეგაციას სოჭის აეროპორტში ინგუშეთის წარმომადგენლები შეხვდნენ.
მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი საგანმანათლებლო ცენტრ სირიუსში გაიხსნა. სირიუსი ს ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინიციატივით 2015 წელს შეიქმნა და დასახლება სირიუსში მდებარეობს, რომელიც 2020 წლამდე სოჭის ნაწილს წარმოადგენდა.
ფესტივალთან დაკავშირებით პუტინმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც “ერთა ძმობა” “რუსეთის საყრდენად და უპირატესობად” მოიხსენია.
მანამდე, ღონისძიებაში ქართული დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ, ТАСС-მა, საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის კომენტარი გაავრცელა.
“დიახ, საქართველოდან დელეგაცია იქნება წარმოდგენილი მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე. უკვე ჩამოყალიბდა 40 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი. დელეგაციის წევრები არიან ახალგაზრდა ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის არის ანა ხოტივრიშვილი, არჩილ სიხარულიძე – ავტორი ქართულენოვანი წიგნის სახელად რუსეთის ფედერაციის შიდა და საგარეო პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დამატებითი ლიტერატურის სახით იყენებენ”. – თქვა ლორთქიფანიძემ რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის მიხედვით.