რუსეთში მი-8 ჩამოვარდა

რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში, კარელიის მხარეში, ჩამოვარდა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი მი-8. ოფიციალური მონაცემებით, მასში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, სამივე დაიღუპა.
ს საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 4 თებერვალს, ღამით განაცხადა, რომ კავშირი შეწყდა მი-8-სთან, რომელიც ონეგის ტბის თავზე საწვრთნელ ფრენას ასრულებდა. დღეს, 5 თებერვალს, სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ვერტმფრენის ფრაგმენტები ნაპოვნია ნაპირიდან 11 კილომეტრში, დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე.
რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, გამომძიებლებს კატასტროფის გამომწვევი მიზეზის შესახებ პრიორიტეტული ვერსია ამ ეტაპზე არ აქვთ და სტანდარტულად განიხილავენ უამინდობას, ტექნიკურ გაუმართაობას და პილოტის შეცდომას.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო