რუსეთის მაგადანის ოლქში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 20 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა.
მედიის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი და დაშავდა კიდევ ორი. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა.
რუსეთის შორეული აღმოსავლეთის სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ვერტმფრენს ოქროს მაღაროს მუშები გადაჰყავდა.