რუსეთში “მთავრობის მიმართ ნეგატიური განწყობის წახალისების” გამო ოსკაროსანი ფილმი დაბლოკეს

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის სასამართლომ რამდენიმე სტრიმინგ პლატფორმაზე აკრძალა ოსკაროსანი დოკუმენტური ფილმი “Mr Nobody Against Putin.”
ფილმს ბრალად სდებენ “ტერორიზმის” და “მოქმედი მთავრობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების” წახალისება.
ფილმი ასახავს პროპაგანდისტულ გაკვეთილებს რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში. ვიდეოგრაფი პაველ ტალანკინი კადრებს ორი წლის განმავლობაში ფარულად იღებდა.
ფილმში შედის კადრები, თუ როგორ ისმენენ რუსი სკოლის მოსწავლეები ომის ვეტერანების გამოსვლებს და ლექციებს უკრაინის “დენაციფიკაციის” აუცილებლობის შესახებ, მონაწილეობენ ყუმბარების სროლის შეჯიბრებებში და უტარდებათ იარაღის გამოყენების გაკვეთილები.
აკრძალვამდე, კრემლის მიერ დანიშნული ადამიანის უფლებათა საბჭო ფილმს აკრიტიკებდა “არასრულწლოვნების კადრების მათი მშობლების თანხმობის გარეშე გამოყენების” გამო.
ტალანკინი რუსეთიდან 2024 წელს გაიქცა. 2026 წლის მარტში, ოსკარის მიღებისას, მან აუდიტორიას უთხრა: “ჩვენი მომავლისა და ყველა ჩვენი შვილის გულისთვის, მოდით, დავასრულოთ ყველა ომი.”