რუსეთში მალე საკვები მწერების გაყიდვას დაიწყებენ

რუსულ მაღაზიებში მალე საკვები მწერების გაყიდვა დაიწყება . ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა პროდუქტებში მათი გამოყენების ეტიკეტირებას. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ეტიკეტებზე ახლა გამოჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, დამზადებულია თუ არა კონკრეტული საკვები მწერებისგან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში უკვე გაჩნდა ჭრიჭინასებრთა ფერმა და მათგან დამზადებული პროდუქციის დაგემოვნება უკვე შესთავაზეს მოქალაქეებს.