რუსეთში ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კამპანია გრძელდება – “გამოვაქვეყნებთ ფაილებს”

რუსეთში დაფუძნებული საერთაშორისო ანტიგლობალისტური მოძრაობის ლიდერის, რუსული ვიკილიქს 2.0-ის ხელმძღვანელისა და ვლადიმირ პუტინის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანთა უფლებების საბჭოს წევრის, ალექსანდრ იონოვის თქმით, 12 დეკემბერს თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ ფაილებს გამოაქვეყნებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ის მიერ დართულ ვიდეოში იონოვი სიტყვა “ბიოლოგიურ იარაღს” არ ახსენებს, თავად ТАСС-ი წერს, რომ “ვიკილიქს 2.0-ის საიტზე გამოქვეყნდება დოკუმენტები ლუგარის ქართულ ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე”.

“ჩვენს საიტზე, wikileaks.ru-ზე გამოვაქვეყნებთ ლუგარის ქართულ ცენტრთან დაკავშირებულ 70 000 დოკუმენტის დარჩენილ ნაწილს, რომელშიც არის საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ეხება როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას, ისე საქართველოს, შეერთებულ შტატებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მდებარე -ზე დაქვემდებარებულ ბიოლაბორატორიებს შორის თანამშრომლობის შემუშავებას.” – თქვა იონოვმა.

იონოვის მტკიცებით, ახალი მასალა ეხება სომხეთსაც. მისი მტკიცებით, ლუგარის ცენტრის სპეციალისტები და -ს საელჩოს წარმომადგენლები, რომლებიც “საიდუმლო საქმიანობით იყვნენ დაკავებული” სწორედ აქ გადავიდნენ.

იონოვი აშშ-ს მიერ სანქცირებული პირია. 2022 წლის ივლისში მას ბრალად დასდეს ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობა, აშშ-ში პრორუსული პროპაგანდის გავრცელება და საშინაო პოლიტიკაშ ჩარევა.

1-ელ დეკემბერს ს სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერდა, რომ პროექტი WikiLeaks-ი განახლებულ ფორმატში რუსეთში გაიხსნებოდა, Викиликс 2.0-ის სახით. ამის შესახებ ცნობა ალექსანდრ იონოვმა გაავრცელა.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნეა. მათი მტკიცებით, აქ ამერიკიის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ. კამპანიაში ჩართული იყო როგორც რუსეთის საგარეო და თავდაცვის უწყებები, ისე პროპაგანდისტები, როგორიცაა იგორ გიორგაძე – საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ყოფილი თანამშრომელი, 1993-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი და ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი