რუსეთში, ლიპეცკის ოლქში ავიაგამანადგურებელი МИГ-31 ჩამოვარდა

რუსეთში, ლიპეცკის ოლქში ავიაგამანადგურებელი МИГ-31 ჩამოვარდა. თვითმფრინავი სავარჯიშო ფრენის დასრულების შემდეგ, დაშვების დროს ჩამოვარდა.

ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით არავინ დაშავებულა.

МИГ-31 საბჭოთა ავიაგამანადგურებელია, რომელსაც 1970-1990-იან წლებში აწარმოებდნენ. თანამედროვე რუსეთში ამ მოდელის თვითმფრინავს ფრთოსანი რაკეტა კინჟალის სასროლად იყენებენ.

ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო