რუსეთში კრისტინა არბაკაიტეს კონცერტი გააუქმეს

რუსეთში, ულან-უდეში, რუსი მომღერლის, კრისტინა ორბაკაიტეს 13 მარტს დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.
ამის მიზეზი კრისტინა ორბაკაიტეს დედის, ცნობილი რუსი მომღერლის, ალა პუგაჩოვას განცხადება გახდა, სადაც მან ღიად დაგმო ში ს მიერ წარმოებული ომი და ამჟამად ისრაელში ცხოვრობს.
რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალა პუგაჩოვა, მისი ქალიშვილი, კრისტინა ორბაკაიტე და შვილიშვილი – ნიკიტა პრესნიაკოვი „სამხრეთ რუსეთის პატრიოტულ ძალთა ასოციაციამ“ დაასმინა. მათ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს მიმართეს, რომ შეამოწმონ, ხომ არ გაუგზავნიათ მათ ფული უკრაინის არმიისთვის. ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში „პატრიოტებმა“ მოითხოვეს მოსკოვის ცენტრში მდებარე ორბაკაიტეს ბინის კონფისკაცია.