რუსეთში კიდევ ორი ჟურნალისტი შეიყვანეს “უცხოეთის აგენტების” ნუსხაში

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ორი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ოლესია გერასიმენკო და სერგეი იეჟოვი შეიყვანა “უცხოეთის აგენტების” ნუსხაში.
გერასიმენკო მუშაობს დამოუკიდებელი ინტერნეტ-გამოცემა Verstka-ში, რომელიც 2022 წლის აპრილში დააარსა დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების ჯგუფმა. იეჟოვი გამომძიებელი ჟურნალისტია და მუშაობს გამოცემაში The Insider.
“უცხოეთის აგენტების” სიას ასევე დაუმატეს ადვოკატი გრიგორი ვაიპანი, სანკტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის დეპუტატი და ლგბტ უფლებების აქტივისტი, სერგეი ტროშინი და სანკტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის ყოფილი დეპუტატი, ფიოდორ უტკინი.
“უცხოეთის აგენტების” კანონს 2012 წლიდან იყენებს მთავრობის პოლიტიკის კრიტიკოსებისთვის იარლიყის მისაწებებლად და მათ დასასჯელად.

ასევე დაგაინტერესებთ