რუსეთში კვლავ აქებენ ოცნების მთავრობას, საუბრობენ ურთიერთობის “ნორმალიზებაზე”

რუსეთში კვლავ აქებენ ქართული ოცნების მთავრობას და საქართველოსთან ურთიერთობის “ნორმალიზებაზე” საუბრობენ.
ამაზე რუსულ სამთავრობო და პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამაენტის დირექტორმა მიხეილ კალუგინმა ისაუბრა.
კერძოდ, მან ინტერვიუში თქვა, რომ მოსკოვი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების “ნორმალიზებით”, იმ პირობით, რომ საქართველო არ იქცევა რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში “ვაჭრობის საგნად”.