რუსეთში კვერცხის წარმოება გაიზარდა და გაზრდილი თურქული იმპორტი კვლავ შეგვაწუხებს – ზურაბ უჩუმბეგაშვილი

იმპორტირებული კვერცხი ადგილობრივი წარმოებისთვის კვლავ პრობლემად რჩება, ამის შესახებ „კომერსანტს“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ს ბაზრისთვის განკუთვნილი კვერცხი ისევ საქართველოში წამოვიდა, ასევე დაფიქსირდა ფაქტი, რომ 3 მარტს წარმოებული კვერცხი, რომელსაც შენახვის ვადა ჰქონდა 21 დღე, ერთთვიანი ვადით ბაზარზეა გამოსული.
„დარღვეულია მარკირების და ეტიკეტირების წესიც, რუსეთში წარმოება გაიზარდა და გაზრდილი თურქული იმპორტი კვლავ შეგვაწუხებს. ერთი პერიოდი გაჩერებული იყო და ახლა კვლავ გრძელდება, სავარაუდოდ უფრო გაზრდიან ჩვენ ქვეყანაში იმპორტს. შემცირებით ნამდვილად არ შეამცირებენ. თურქეთში ინფლაციაა, ფასი დაბალია და გადასული არიან ზედმეტი კვერცხის მოშორებაზე“ – აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ