რუსეთში, დაზიანებული კაშხლის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ქალაქ ორსკში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა დაიტბოროს 4 000 სახლი, სადაც ჯამში 10 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.
ორენბურგის რეგიონში, სადაც მდებარეობს ქალაქი ორსკი და ურალის მთების მიმდებარე სხვა პროვინციები, განგაში გამოცხადდა. რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, უკანასკნელ დღეებში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა დატბორვით დაზარალეუბულ 3 500-მდე ადამიანს გაუწიეს დახმარება.