რუსეთში, კალუგის ოლქში „მი-28“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთში, კალუგის ოლქში „მი-28“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ.
„მი-28“ ტიპის ვერტმფრენი ფრენას კალუგის ოლქის ჟიზდრინსკის რაიონში ახორციელებდა.
წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ