რუსეთში იმედოვნებენ, რომ საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა “იზვესტიანთან” ვრცელ ინტერვიუში საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებაზეც ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რაზეა დამოკიდებული რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რუსმა პოლიტიკოსმა ასე უპასუხა:
“ზოგადად, პირობების წაყენა – ეს მთლად ჩვენი პოლიტიკა არაა, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, გამონაკლისად ამის გაკეთებაც გვიწევს. ჩვენ მომხრე ვარ იმისა, რომ გავაგრძელოთ მეზობელ საქართველოსთა ურთიერთობების განვითარება – ქვეყანასთან, რომელთანაც გვაერთიანებს საერთო ისტორია და საერთო კულტურული ტრადიციები, და საერთო რწმენა, ფართო ადამიანური და ნათესაური კავშირები”.
მისი თქმით “ქართული ოცნება” პრაგმატიულ პოლიტიკას ატარებს და ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესშია, რუსულ-ქართული თანამშრომლობის განვითარება.
“სწორედ ამით არის ნაკარნახევი ს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, უვიზო რეჟიმის აღდგენა ჯერჯერობით მათთვის, ვინც მოკლევადიანი ვიზიტებით ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო წინ წავიდეთ ამ მიმართულებებით და საქართველოსთან თანამშრომლობა განვავითაროთ. ჩვენ ამ დრომდე ვიყავით და ვიქნებით მთავარი ეკონომიკური პარტნიორი საქართველოსთვის”.
ასევე, გალუზინი იმედოვნებს, რომ “თანმიმდევრული განვითარება ურთიერთობების დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე მიგვიყვანს. მზად ვართ იმდენად წავიდეთ შორს, რამდენადაც თავად ქართული მხარე იქნება მზად, ამ მხრივ ჩვენთვის არ არებობს რაიმე შეზღუდვები”.