რუსეთის ქალაქ ვორონეჟის წიგნების მაღაზიაში კლასიკოსი მწერალი იუკიო მიშიმა “უცხოელ აგენტად” გამოაცხადეს. მიშიმას წიგნებს რუსულად ბორის აკუნინი თარგმნიდა.
Новая газета წერს, რომ ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გავრცელდა ქალაქ ვორონეჟში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს იუკიო მიშიმას წიგნები ზედ დაკრული სტიკერებით და შემდეგი წარწერით: “ორიგინალი მასალა მომზადებულია უცხოელი აგენტის, იუკიო მიშიმას მიერ”.
იუკიო მიშიმა (1925-1970) იაპონური ლიტერატურის განთქმული კლასიკოსია, რომელიც სამჯერ წარადგინეს ნობელის პრემიაზე.
წყაროს ინფორმაციით, ეს რომანები “უცხოელ აგენტად” გამოცხადებულმა მწერალმა, ბორის აკუნინმა თარგმნა, რომლის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.
· მწერალი ბორის აკუნინი (ნამდვილი სახელი გრიგორი ჩხარტიშვილი) რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ “უცხოელ აგენტად” გამოაცხადა.
· ბორის აკუნინი რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა 18 დეკემბერს ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა.