რუსეთში, ვორონეჟის არეალებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა დრონებით თავდასხმის შემდეგ

7 ივლისს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ს ვორონეჟის რეგიონის არეალებში, უკრაინის საზღვართან ახლოს – მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ეჭვით უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია საბრძოლო მასალების საწყობში – აცხადებენ რეგიონის მესვეურები.
რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის თქმით, უკრაინის დრონები ს საჰაერო სისტემებმა ჩამოაგდო და ხანძარი გამოიწვია ნამსხვრევებმა, რომლებიც ღამით დაეცა საწყობს პოდგორენსკის რაიონში. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის.
მოგვიანებით გუსევმა თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა დასახლებაში, სადაც ხანძრის კერაა – თუმცა ადგილი არ დაუკონკრეტებია. ცხადდება, რომ დაიკეტა არეალისკენ მიმავალი გზა და ხელისუფლებამ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია დროებითი განთავსების ცენტრებში.
7 ივლისს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (HUR) ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ მისმა აგენტებმა წინა დღით იერიში მიიტანეს დონეცკში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დებალცევოში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრზე, რომელშიც ტანკები და ტყვია-წამალი ინახებოდა. HUR-ი ასევე აცხადებდა, რომ კომუნიკაციის არხებზე ელექტრონული თავდასხმით განადგურდა სადგური ნოვოლუგანსკში, ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონში. ამ განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.
ფორუმი