რუსეთში ევროპული საქონლის ექსპორტი 63%-ით შემცირდა – Spiegel

ევროპული საქონლის ექსპორტი რუსეთში 2 წლის განმავლობაში 63%-ით შემცირდა. 2022 წელს ში ს შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ექსპორტი 37%-მდე დაეცა. Spiegel წერს, ამის შესახებ მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის Ifo-ს მონაცემები მოწმობს.
რუსეთში ექსპორტის ასეთი მოცულობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ევროკავშირიდან შემოსული საქონლის მხოლოდ 32% ექვემდებარება სანქციებს.
Ifo-ს ახალი სანქციების მონაცემთა ბაზის შეფასებით, ევროკავშირის მრავალი სანქცირებული საქონელი რუსეთს შეიძლება მესამე ქვეყნების მეშვეობით მიეწოდოს.
გამოცემა წერს, რომ რუსეთში სანქცირებული პროდუქტების მოხვედრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ჩინეთია. სანქციებს დაქვემდებარებული საქონლის 61%, რომელიც რუსეთში შემოდის, ჩინეთში მზადდება. 2021 წელს ეს წილი მხოლოდ 35% იყო;
დასავლეთის სანქციებს დაქვემდებარებული საქონლის 13% რუსეთში შემოდის თურქეთიდან – 2021 წელს ეს მაჩვენებელი 3%-ზე ნაკლები იყო;
სომხეთიდან რუსეთი ახლა სანქცირებული საქონლის მცირე წილს – დაახლოებით 1%-ს იღებს. ამავე პერიოდში გაორმაგდა ექსპორტი ევროკავშირიდან სომხეთში.
„ჩინეთის შემთხვევაში, რუსეთში ექსპორტის ზრდა ნაწილობრივ მაინც შეიძლება აიხსნას შიდა წარმოების ზრდით. თუმცა, თურქეთისა და სომხეთის შემთხვევაში, რუსეთში ექსპორტის უეცარი და მკვეთრი ზრდა აჩენს სანქციების თავიდან აცილების ეჭვს“, – განაცხადა Ifo-ს საგარეო სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ფეოდორა ტეტიმ.
ფედერალური სტატისტიკური სამსახურის უახლესი მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში, გერმანიის ექსპორტი რუსეთში დაახლოებით 38%-ით, 0,8 მლრდ ევრომდე შემცირდა. შესაბამისად, ნოემბერში რუსეთმა მე-16 ადგილი დაიკავა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გერმანული ექსპორტის მაჩვენებლით. 2022 წლის თებერვალში, რუსეთი ამ რეიტინგში მე-5 ადგილზე იყო.