რუსეთში დრონებით დარტყმა იყო სავარაუდოდ, ნავთობის კიდევ ერთ საცავზე

ს ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო სავარაუდოდ, ნავთობის კიდევ ერთ საცავზე. ორიოლის ოლქის ხელისუფლება ადასტურებს უკრაინული დრონებით შეტევას „სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე“ ლივნის რაიონში, თუმცა კონკრეტულ ობიექტებს არ ასახელებს.
ორიოლის ოლქის გუბერნატორ ანდრეი კლიჩკოვის ტელეგრამ-არხზე 2 დეკემბერს, დილის ცხრის ნახევრისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ ღამით ორიოლის ოლქზე ისევ იყო უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა, რომლის შედეგად ლივნის რაიონში ხანძარი გაჩნდა „სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე“, დაშავებულები არ არიან და მიმდინარეობს შედეგების ლიკვიდაცია.
გუბერნატორს კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია. ტელეგრამ-არხი ASTRA ლივნის რაიონის მცხოვრებთა მიერ გადაღებული ვიდეოების მიხედვით წერს, რომ დრონებით შეტევა იყო ნავთობის ბაზაზე. ლივნის რაიონში მდეარეობს ნავთობის საცავი „ორიოლნეფტეპროდუქტი“, რომელზეც დრონებით დარტყმა იყო 2025 წლის იანვარშიც.
ს თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ცნობით, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის 45 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ამ ინფორმაციის მიხედვით, 45-დან მხოლოდ ერთი დრონია განადგურებული ორიოლის ოლქში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
ს ორიოლის ოლქში მდებარე ნავთობის საცავზე დარტყმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც ს თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს” უწოდებს, კი – „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი