რუსეთში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი მკვლელობები, რომლებსაც კიევთან აკავშირებენ

რუსეთში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი მკვლელობები, რომლებსაც კიევთან აკავშირებენ
პარასკევს, 25 აპრილს, მაღალჩინოსანი რუსი სამხედრო პირი, გენერალ-მაიორი იაროსლავ მოსკალიკი, თავისი საცხოვრებელი სახლის წინ, მანქანაში ააფეთქეს. ამ საქმეს რუსი სამართალდამცავები „მკვლელობის“ მუხლით იძიებენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსკალიკის მკვლელობაზე ოფიციალურ კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, ს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილეზე თავდასხმა იგივე ნიშნებს ატარებს, როგორიც სხვა ცნობილი ფიგურების მკვლელობებს ახასიათებდა. ბევრი ასეთი შემთხვევა უკრაინის ომთან არის კავშირში და ზოგიერთ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა უკრაინის საიდუმლო სამსახურებმა აიღეს. „ფრანს პრესი“ რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში მომხდარ ყველაზე გახმაურებული თავდასხმების ჩამონათვალს აქვეყნებს:
დარია დუგინა
2022 წლის აგვისტოში რუსეთი შოკში ჩააგდო ულტრამემარჯვენე რუსი იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის 29 წლის ნაციონალისტი ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობამ. ის მოსკოვის მახლობლად, მის ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ბევრი მიიჩნევს, რომ მკვლელების სამიზნე მისი მამა იყო. რუსეთმა თავდასხმა ს დააბრალა, რომელმაც ამ საქმეში მონაწილეობა არც აღიარა და არც უარყო.
ვლადლენ ტატარსკი
2023 წლის აპრილში კრემლის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი (ნამდვილი სახელი – მაქსიმ ფომინი) მოკლეს. ის უცნაურ ვითარებაში დაიღუპა: სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში გადაცემული სტატუეტი სამხედრო ბლოგერის ხელში აფეთქდა. 26 წლის დარია ტრეპოვა ს დავალების შესრულებაში დაადანაშაულეს და ტატარსკის მკვლელობისთვის 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც ქალისთვის გამოტანილი ყველაზე მკაცრი სასჯელია რუსეთის ისტორიაში. მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა ტრეპოვა მოატყუეს და დაარწმუნეს, რომ ტატარსკისთვის მას მხოლოდ საიდუმლო ჩამწერი მოწყობილობა უნდა გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ რუსი ბლოგერის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არ აუღია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მიმდინარე წელს განაცხადა, რომ ამ სტატუეტში 400 გრამი (14 უნცია) ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული.
გენერალი იგორ კირილოვი
რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე, გენერლის სახლის წინ გაჩერებულ ელექტრო-სკუტერზე მიმაგრებული ბომბის აფეთქების შედეგად, 2024 წლის დეკემბერში დაიღუპნენ. 54 წლის კირილოვი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში იყო შეყვანილი, უკრაინაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყარომ სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ ეს იყო „სპეციალური ოპერაცია“, თავად კირილოვი კი – „სამხედრო დამნაშავე“. კირილოვის მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მისმა ძლევამოსილმა უსაფრთხოების სამსახურებმა, რუსეთის სამხედრო ფიგურებზე თავდასხმების პრევენციის კუთხით, „ძალიან სერიოზული შეცდომები“ დაუშვეს.
ზახარ პრილეპინზე თავდასხმა
2023 წლის მაისში, ნიჟნი ნოვგოროდის მახლობლად, მანქანის აფეთქების შედეგად, მძიმედ დაიჭრა კრემლის მხარდამჭერი და ნაციონალისტი მწერალი, ზახარ პრილეპინი. ამ შემთხვევას ერთი სხვა პირი ემსხვერპლა. პრილეპინი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი მწერალია, 2014 წელს უკრაინაში პრორუს სეპარატისტებთან ერთად იბრძოდა, 2022 წლის თებერვალში დაწყებულ ფართომასშტაბიან თავდასხმას კი მტკიცე მხარდამჭერა გამოუცხადა. უკრაინამ პრილეპინს „ომის ნამდვილი დამნაშავე“ უწოდა და მასზე თავდასხმას კმაყოფილებით შეხვდა, თუმცა, პასუხისმგებლობა თავის თავზე არ აუღია.
პრორუსი უკრაინელები
კიევმა ასევე ორგანიზება გაუკეთა თავის ყოფილ მაღალჩინოსნებზე განხორციელებულ თავდასხმებს, რომლებიც 2014 წელს რუსეთის მხარეზე გადავიდნენ და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებულ სეპარატისტებს დაუჭირეს მხარი. კრემლის მომხრე უკრაინელი პოლიტიკოსი, ილია კივა 2023 წლის დეკემბერში მოსკოვის გარეუბანში ჩაცხრილეს. ამ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა უკრაინამ თავის თავზე აიღო. კივა იყო უკრაინის რადას ყოფილი წევრი, რომელიც, რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, დეზერტირად იქცა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი აგენტი, ვასილი პროზოროვი კი, რომელიც ასევე მოსკოვის მხარეზე გადავიდა, კივასგან განსხვავებით, 2024 წლის აპრილში, მოსკოვში, მის მანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქებას ცოცხალი გადაურჩა.
და აღმოსავლეთ უკრაინა
კიევი ასევე ავრცელებს განცხადებებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ოფიციალური პირების სერიული მკვლელობების შესახებ, რომელიც მოსკოვის მიერ დანიშნული პოლიციის უფროსების, პროკურორებისა და უწყებების ხელმძღვანელების წინააღმდეგ არის მიმართული. სამარცხვინო ლაქით ცნობილი ოლენევკას ციხის ყოფილი უფროსი, სერგეი ევსიუკოვი გასული წლის დეკემბერში დონეცკში მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. კიევი აცხადებს, რომ 2022 წელს, ამ ციხეზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. 2024 წლის ნოემბერში უკრაინამ დაადასტურა, რომ მან მოაწყო მანქანის აფეთქება მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმში, რის შედეგადაც სამხედრო-საზღვაო ძალების მაღალი რანგის ოფიცერი დაიღუპა, რომელიც ოფიციალურმა კიევმა ვალერი ტრანკოვსკად მოიხსენია.
წყარო: 1არხი