რუსეთში დაუსწრებლად გაასამართლეს ვერხოვნა რადის დეპუტატი ოლექსეი ჰონჩარენკო

მოსკოვის დასავლეთის მეორე საოლქო სამხედრო სასამართლომ დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინის ვერხოვნა რადის დეპუტატს ოლექსეი ჰონჩარენკოს.
“მედიაზონის” თანახმად სასამართლომ უკრაინელი დეპუტატი დამნაშავედ ცნო, ს არმიის შესახებ პოლიტიკური სიძულვილით მოტივირებული ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელების საქმეზე.
ჰონჩარენკო დამნაშავედ ცნეს ასევე ტერორიზმის გამართლებისა და ძალადობის მუქარით სიძულვილის გაღვივების ბრალდებით. უცნობია, თუ რა გახდა უკრაინელი დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის მიზეზი.

მიმდინარე წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, უმაღლესი რადის სპიკერის მოადგილის ოლექსეი ჰონჩარენკოს წინააღმდეგ. “ძალიან სასიამოვნოა ვიყო პირველი დეპუტატი, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში ომის დანაშაულისთვის ასამართლებენ. ველოდები განაჩენს! ყველას კი არ აქვს ასეთი საპატიო წოდება!,”- განაცხადა მაშინ ჰონჩარენკომ.
· რუსეთის სასამართლოები ფეიკად და დისკრედიტაციად მიიჩნევენ პრაქტიკულად ნებისმიერ ინფორმაციას უკრაინის ომის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ან კრემლის ოფიციალურ პოზიციას.