რუსეთში დაინიშნა სამხედრო ფლოტის მთავარსარდლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაიშინა ჩრდილოეთის ფლოტის სარდალი, ადმირალი ალექსანდრ მოისეევი. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
ტასი აზუსტებს, რომ მოისეევი ახალ თანამდებობაზე კრონშტადტში წარადგინეს წყალქვეშა მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით. მანამდე მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ს სამხედრო-საზღვაო ძალების წინა მთავარსარდალი, ადმირალი ნიკოლაი ევრემოვი გადააყენეს. რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი, არ აზუსტებენ. ევრემოვს ეს თანამდებობა 2019 წლიდან ეკავა.
ადმირალი ალექსანდრ მოისეევი შავი ზღვის ფლოტს სარდლობდა 2018 წლის მაისიდან 2019 წლის მაისამდე. ამის შემდეგ ის ჩრდილოეთის ფლოტის სარდლად დაინიშნა. მოისეევს აქვს „რუსეთის გმირის“ წოდება და IV ხარისხის ორდენი „სამშობლოს წინაშე ღვაწლისთვის, ასევე ორი ორდენი სიმამაცისთვის.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის შეცვლა მოხდა შავი ზღვის ფლოტში დიდი დანაკარგების ფონზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა აცხადებდა, რომ შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გემები რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში არ გამოდიოდნენ სამორიგეოდ მას შემდეგ, რაც საზღვაო დრონების იერიშის შედეგად ჩაიძირა რუსეთის მორიგი ხომალდი „სერგეი კოტოვი“. უკრაინის დაზვერვა ირწმუნება, რომ დარტყმის შედეგად დაიღუპა შვიდი მეზღვაური და დაიჭრა 27. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
პროექტ Oryx-ის დაანგარიშებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დაკარგა შავი ზღვის ფლოტის მეოთხედზე მეტი, მათ შორის ფლაგმანი – სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს