რუსეთში დააკავეს სამხედრო პირი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ დრონს ონლაინ მაღაზიაში ყიდდა. ინფორმაციას გამოცემა Baza ავრცელებს.
სამხედრო DJI Mavic2 ტიპის უპილოტო საფრენო აპარატში 400 000 რუბლს ($4400) ითხოვდა. განცხადებით დაინტერესდნენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თანამშრომლები. მათ შეამოწმეს სერიული ნომერი და აღმოაჩინეს, რომ მოწყობილობა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა.
1 თებერვალს გამყიდველი დააკავეს. ის 33 წლის სამხედრო აღმოჩნდა, რომელის უპილოტო საფრენი აპარატების შენახვაზე იყო პასუხისმგებელი.