რუსეთში დააკავეს პირი, რომელსაც საქართველოში ქალის კვერცხუჯრედები შემოჰქონდა

ვლადიკავკაზის საბაჟოზე რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს 36 წლის ს მოქალაქე, რომელიც საქართველოში ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის ბიოლოგიური მასალის, კვერცხუჯრედების შემოტანას ცდილობდა.
ტელეგრამარხ Mash-ის ცნობით, დაკავებულმა საქართველოში ჩამოსვლა და ბიოლოგიური მასალის, კვერცხუჯრედების ჩამოტანა იმიტომ გადაწყვიტა, რომ პროცედურა საქართველოში უფრო იაფია, თუმცა თან არ ჰქონდა რუსეთის კანონმდებლობით აუცილებელი ლიცენზია.
დაკავებულს ემუქრება შვიდ წლამდე პატიმრობა და 1 მილიონი რუბლის [დაახლოებით 10 000 დოლარი] ჯარიმა, მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქონლის და რესურსის, ან განსაკუთრებით ღირებული ბიოლოგიური რესურსების“ კონტრაბანდის მუხლით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა