რუსეთში დააკავეს მღვდელი, რომელიც ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა

პეტერბურგში დააკავეს მღვდელი, რომელიც რუსი ოპოზიციონერის სთვის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „დოჟდი“ დაკავებული სასულიერო პირის ცოლზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც დაკავებულის ცოლი წერს, მღვდელი პოლიციამ სახლიდან გასვლისთანავე დააკავა თუმცა მიუხედავად ამისა, მისივე განცხადებით, წირვა ციხეში დაღუპული ოპოზიციონერის სულის მოსახსენიებლად ტაძარში მაინც გაიმართა, პანაშვიდი სხვა მღვდელმსახურმა აღავლინა.
გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე ს ქალაქებში გუშინ, 17 თებერვალს 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
მედიის ცნონით, პოლიციამ სანქტ-პეტერბურგში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლთან მისული ადამიანები დაარბია და დააკავა.
როგორც Zaks.ru წერს დაკავებულს შორის ორი ჟურნალისტი – Novaya Gazeta-ს ფოტოგრაფი ალექსეი დუშუტინი და RusNews-ის ჟურნალისტი ელინა კოზიჩიც არან. მოგვიანებით, პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატმა ბორის ვიშნევსკიმ განაცხადა, რომ პოლიციამ ჟურნალისტები გაათავისუფლა.
დაკავებები ასევე მოხდა მოსკოვში, სოლოვეცკის ქვასთან, სადაც ადამიანებმა ყვავილები მიიტანეს. მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის იყო RusNews-ის ჟურნალისტი იულია პეტროვა, რომელიც მოგვაინებით გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ