რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში დააკავეს სამი ახალგაზრდა, რომლებმაც სოჭში უკრაინის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ცეცხლმოკიდებული ნავთობის საცავის წინ ვიდეო გადაიღეს.
მედიის ცნობით, 21 წლის დაშა და 19 წლის კარინა და კიდევ ერთი კაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ცეცხლმოკიდებული ობიექტი ჩანს, რომელზეც მანამდე უკრაინამ დრონების მეშვეობით იერიში მიიტანა.
რუსულ ტელეგრამ არხ Осторожно, новости-ზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იხდის სამივე მათგანი პოლიციის განყოფილებაში მომხდარისთვის ბოდიშს. ამასთან, ერთ-ერთი გოგოს წინააღმდეგ, რომელიც ვიდეოს იღებდა, შედგენილია ადმინისტრაციული პროტოკოლიც. ადგილობრივი პოლიციის მიხედვით, ვიდეოს ავტორები სოჭში ქალაქ ნიჟნი ტაგილიდან სამუშაოს საძებნად ჩავიდნენ.