
უკრაინული მედიის ცნობით, მასთან ერთად მოკლულია მოსკოვისპირეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, პოლკოვნიკი ედუარდ მალოვი. ორივე სამხედრო 2026 წლის 17 მარტს დაიღუპა. ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს, ვლადიმერ ლიაპკინს სბუ-ში ოპერატიული დოკუმენტირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მის პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა „უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის უხილავი მხარე – მოსმენები, გარე მეთვალყურეობა და ინფორმაციის შეგროვება“. გენერალ-მაიორის წოდება ლიაპკინმა 2013 წელს მიიღო, იმავე წელს იგი პირადად მონაწილეობდა მაიდნის საპროტესტო აქციების დარბევაში