რუსეთში გადამმუშავებელი ქარხნების აფეთქებებმა ნავთობი გააძვირა

ორშაბათს აზიურ ვაჭრობაზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ამით გაგრძელდა ნავთობზე წინა კვირას დაწყებული გაძვირება, როდესაც შემცირებული მიწოდებისა და ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შემდგომი თავდასხმების გამო გაზრდილი რიკსების ფონზე, ფასები თითქმის 4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
Brent-ის ნავთობის მაისის მიწოდების ფასი გაიზარდა 32 ცენტით, ანუ 0,4%-ით და 85,66 დოლარამდე ბარელზე. -ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის აპრილის კონტრაქტი გაიზარდა 40 ცენტით, ანუ 0,5%-ით და 81,44 დოლარი შეადგინა. WTI-ის მიწოდების უფრო აქტიური მაისის კონტრაქტი 37 ცენტით, ანუ 0,5%-ით, ბარელზე 80,95 დოლარამდე გაიზარდა.
„რუსული გადამმუშავებელი ქარხნების აფეთქებებმა გასულ კვირას ნავთობის ფასს ბარელზე 2-დან 3 დოლარამდე რისკის პრემია შემატა“, – განაცხადა ნავთობის ბაზრის ანალიზის კომპანია Vanda Insights-ის დამფუძნებელმა ვანდანა ჰარიმ.
შაბათს ერთ-ერთმა დაბომბვამ გამოიწვია ხანძარი კრასნოდარის სლავიანსკის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში, რომელიც წელიწადში 8,5 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა