აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო 21 თებერვალს აცხადებს, რომ რუსეთმა გაათავისუფლა ფიტნესის აზერბაჯანელი მწვრთნელი, კამილ ზეინალი, რომელიც მოსკოვის აეროპორტში, სომხეთის თხოვნით რამდენიმე საათით ადრე დააკავეს.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნარეკ სარქისიანმა რადიო თავისუფლებას მანამდე უთხრა, რომ ზეინალი სომხეთში ძებნილია მკვლელობის ბრალდებით. რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზეინალი ეჭვმიტანილია 2020 წელს ორი ადამიანის მკვლელობაში მთიან ყარაბაღში, მაშინდელი სეპარატისტული რეგიონის გარშემო ომის დროს.
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი 2023 წლის სექტემბერში დაიბრუნა – 30 წელიწადში მას მერე, რაც რეგიონი ეთნიკური სომხების კონტროლს დაექვემდებარა.