რუსეთში ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებული სამეფოს ელჩი, ნაიჯელ კეისი ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე, ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს“, – განაცხადა ზახაროვამ.
მანამდე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების მეორე მდივანმა სადაზვერვო და დივერსიული სამუშაოები განახორციელა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა რუსეთის უსაფრთხოებას.
ამასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების შესახებ და მას რუსეთის ორი კვირის ვადაში დატოვება დაევალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჩხაიძე – მზია ამაღლობელს ყველა ის სიმპტომი აქვს, რაც ხანგრძლივ შიმშილობას უკავშირდება, გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის – 30 დღის შემდგომ, ყოველი დღე, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლისა და გართულების ძალიან დიდი რისკია

პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებაში ბრალდებული არჩილ მუსელიანცი – ბრალს არ ვაღიარებ და არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ არც სასამართლოსთან და არც პროკურატურასთან