რუსეთის ქალაქ კლინციში, მასშტაბური ხანძარია. ცეცხლი ნავთობის საცავში გაჩნდა. ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ მიზეზი უკრაინის მიერ დრონების გამოყენებით თავდასხმის “მცდელობაა”. მისივე მტკიცებით, დრონი რუსეთის თავდაცვამ “ჩაახშო”, მაგრამ:
“როდესაც საჰაერო სამიზნე განადგურდა, საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს კლინცოვსკის ნავთობის საცავის ტერიტორიაზე. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის”.
ადგილზე 13 სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული.
ხანძრის შესახებ პირველ საჯარო ინფირმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ ჩამოაგდეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქში.
У російських Клинцях горить нафтобаза: влада каже − була атака безпілотника. Відео з російських Telegram-каналів pic.twitter.com/nUpIzGsftB— Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) January 19, 2024
