რუსეთში ბენზინის წარმოება უკვე 14%-ით შემცირდა – უკრაინის თავდასხმების შედეგი მოსკოვისთვის

“ეხო კავკაზა” ს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთში ბენზინსა და დიზელის საწვავის ყოველკვირეული წარმოება მცირდება უკრაინული დრონების თავდასხმების გამო.
სტატისტიკის მიხედვით, 18-24 მარტის კვირის განმავლობაში, რუსულმა გადამამუშავებელმა ქარხნებმა აწარმოეს 754,6 ათასი ტონა ბენზინი და 1,648 მილიონი ტონა დიზელი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 880 ათასი ტონა ბენზინი და 1,770 მილიონი ტონა დიზელის საწვავი.
ამრიგად, რუსეთში ბენზინის წარმოება მარტის ბოლოს წლიური თვალსაზრისით შემცირდა 14%-ით, ხოლო დიზელის საწვავის – 7%-ით.
გასულ კვირას “Новая газета Европа” წერდა, რომ მარტის შუა რიცხვებისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს მწყობრიდან გამოეყვანათ საავტომობილო საწვავის რუსული წარმოების დაახლოებით მეექვსედი (16%).
მარტში თავდასხმა იყო არაერთ ქარხანაზე, მათ შორის “როსნეფტისა” და “ლუკოილის” ქარხნებზე. ორივე შედის რუსეთის 10 უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და მოსკოვს ბენზინით ამარაგებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნიკა კაციას ორჯერ მოუწია ცივი წყლით ბანაობა, საკანში გაუთიშეს გათბობა – რაც შეეხება კვების ეპიზოდს, უფრო წარსულს ეხებოდა, საკვები არ ხვდებოდა ან „წყალწყალა“ საჭმელი მიჰქონდათ

ვეფხია კასრაძე – შეიძლება მალე „ზებრებმა“ და „პინგვინებმაც“ გაასამართლოს ხალხი, თუ ეს კლოუნადა არ შევაჩერეთ – საზოგადოების უპირველესი დაკვეთა პატიმართა საქმეების გადახედვა უნდა იყოს