რუსეთში, ბაშკირეთში სამოქალაქო აქტივისტის დაკავების გამო შეტაკებები მოხდა – პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში სამოქალაქო აქტივისტის დაკავების გამო შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში ადგილობრივ აქტივისტს, ფაილ ალსინოვს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.
პოლიციასა და შეკრებილ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, ხოლო ადგილზე მისულმა სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.
ფაილ ალსინოვის სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო. სასამართლომ ალსინოვი ეთნიკური ნიშნით სიძულვილის წაქეზებაში დამნაშავედ ცნო. თავად ალსინოვი ბრალს არ აღიარებს.
„დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს მხარდასაჭერად მოვიდა. ამას არასდროს დავივიწყებ. ჩემს დანაშაულს არ ვაღიარებ. მე ყოველთვის ვიბრძოდი სამართლიანობისთვის, ჩემი ხალხისთვის, ჩემი რესპუბლიკისთვის“, – განაცხადა ალსინოვმა სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა