რუსეთში აცხადებენ, რომ მსხვერპლი მოჰყვა ბორანზე დრონებით თავდასხმას

რუსეთმა „ს რეჟიმი“ დაადანაშაულა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაში ბორანზე, რომელიც ქერჩის სრუტეში მდებარე პორტის, „კავკაზის“ აკვატორიაში იმყოფებოდა.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის თანახმად, თავდასხმა დღეს, 23 ივლისს დილით მოხდა და ეკიპაჟის წევრებსა და პორტის თანამშრომლებს შორის არის დაღუპული და არიან დაშავებულები.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ კრასნოდარის მხარის ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ დაიღუპა ერთი და დაიჭრა ხუთი ადამიანი. ყველა ს მოქალაქეა.
ს რუსეთის ბრალდებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.