რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, 17 თებერვლიდან საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან – “სევდის კედელთან” და “სოლოვეცკის ქვასთან” ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის გამო პოლიციელებისთვის სადღეღამისო მორიგეობა დაწესდა.
შესაბამის ბრძანებას, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა, გრიგორი სვერდლინი აქვეყნებს, რომელიც ანტისაომარი პროექტის – “‘Идите Лесом” (იარეთ ტყით) დამფუძნებელია. ეს ფრაზეოლოგიზმი ქართულად “დაახვიეთს” ნიშნავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ იდენტიფიცირება უნდა მოხდეს – უნდა აღირიცხონ ის ადამიანები, რომლებიც მემორიალთან ყვავილებს მიიტანენ. ბრძანებაში ამის მიზეზად “შესაძლო სამართალდარღვევის აცილება და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევის იდენტიცირებაა” მოყვანილი.