რუსეთში არაყი “სტოლიჩნაიას” მფლობელი კომპანია ექსტრემისტულ გაერთიანებად გამოაცხადეს

ტამბოვის ოლქის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ს გენერალური პროკურატურის სარჩელი არყის მარკები მოსკოვკაიასა და სტოლიჩნაიას მფლობელის, იური შეფლერისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენის აქტივები სახელმწიფოს ბიუჯეტს გადაეცემა. ამას გარდა, როგორც მედია Интерфакс-ს უთხრეს, შაფლერი და მისი კომპანიები “ექსტრემალურ გაერთიანებად” გამოაცხადეს. შესაბამისად, სასამართლომ გენპროკურორის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გენპროკურატურამ სასამართლოში სარჩელი შეფლერისა და მის მიერ კონტროლირებული კომპანიების, Amber Beverage Group Holdings-ისა და Stoli Group-ის წინააღმდეგ შეიტანა. პროკურატურამ ბიზნესმენის საკუთრებაში რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი აქტივების სახელმწიფოსთვის გადაცემა მოითხოვა. საქმე ეხებოდა სს Amber Talvis-ის დისტილერიის წილებს ტამბოვის ოლქში, ასევე კალინინგრადში დაფუძნებულ კომპანია СПИ-РВВК-სა და შპს РВВК-ს საწესდებო კაპიტალში არსებულ წილს.
გენერალური პროკურატურა თავის მოთხოვნას ამართლებდა იმით, რომ, თითქოს, შეფლერი ხელს უწყობს რუსეთის რეგიონების დაბომბვას, მხარს უჭერს “ს რეჟიმს” და მისი კომპანია უკრაინის შეიარაღებული ძალების დამხმარე ფონდს აფინანსებს.