რუსეთში არასასურველად მიიჩნიეს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საქმიანობა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ტერიტორიაზე არასასურველად მიიჩნია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საქმიანობა.
უწყება აცხადებს, რომ უნივერსიტეტში მოქმედებს ანალიტიკური ცენტრი, რომელიც „უზრუნველყოფს პლატფორმას ანტირუსული გამოსვლებისთვის, მოხსენებებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის დისკრედიტაციას, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით“.
გარდა ამისა, გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტი აფინანსებდა უცხოურ მედიასაშუალებებს, პირებს და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთში „უცხოეთის აგენტებად“ არიან მიჩნეული.
„ამასთან, უნივერსიტეტმა შექმნა მედიარესურსი, რომელიც სისტემატიზაციას უკეთებს უცხოეთის აგენტებისა და არასასურველი ორგანიზაციების მასალებს რუსეთში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების შესახებ, ახდენს საერთაშორისო იზოლაციის შესახებ პუბლიკაციების ტირაჟირებას, აჟღერებს ვაშინგტონის ხელისუფლებისადმი მოწოდებებს, რომ ჩვენს ქვეყანაზე სანქციების ზეწოლა გაძლიერდეს,“ ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი არის კერძო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც 1821 წელს დაარსდა შეერთებულ შტატებში. სასწავლო დაწესებულებაში, სხვათა შორის, მოქმედებს ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა