რუსეთში აპირებენ ქვეყნიდან წასული მოქალაქეების მონაცემთა ბაზის შექმნას

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ პუტინს შესთავაზა ექსტრემიზმის საწინააღმდეგო ახალი სტრატეგიის პროექტი, რომელიც ქვეყნიდან წასული მოქალაქეების მონაცემთა ბანკის შექმნასაც ითვალისწინებს. ნორმატიული სამართლებრივი აქტების ფედერალურ პორტალზე 22 ივლისს გამოქვეყნებულ პროექტს ყურადღება მიაქცია გამოცემამ „ვაჟნიე ისტორიი“.
-ს წინადადებაა, რომ შეიქმნას მონაცემთა ბაზა იმ პირების, რომლებმაც დატოვეს „ექსტრემისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობის და არამეგობრული ქვეყნების უცხოურ ცენტრებში სწავლების გასავლელად“.
პროექტის თანახმად, ექსტრემისტულ საფრთხეთა კატეგორიაში მოხსენიებული არიან პირები, რომლებიც უცხოეთის რელიგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაემგზავრნენ, არამეგობრული ქვეყნების და საზოგადოებრივი ჯგუფების ჰიბრიდული ქმედებები და უკრაინული სტრუქტურები.
გამოცემა The Bell-ის მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებული კვლევით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთი დატოვა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა, სულ მცირე, 650 000 ადამიანი. რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოეთის აგენტად გამოცხადებული გამოცემის თანახმად, ყველაზე მეტი, 110 000 რუსი, სომხეთში გაემგზავრა, 80 000 – ყაზახეთში, ამდენივე ისრაელში და 74 000 – საქართველოში.
ივლისის დასაწყისში გამოცემა „აგენტსტვო“ წერდა, რომ ინტერნეტში გამოჩნდა დაუდგენელი წყაროებისგან მიღებული პირადი მონაცემების ბაზა რუსეთის იმ მოქალაქეების, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვეს. გამოცემის თანახმად, ეს მონაცემები შესაძლოა, რეპრესიებისთვის გამოიყენონ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას