რუსეთში აკრძალეს გერმანული ფონდი, რომელიც ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგებს პატივს

ს გენერალურმა პროკურატურამ “არასასურველად” მიიჩნია ქვეყანაში გერმანული ფონდის – “მახსოვრობა, პასუხისმგებლობა და მომავალი” – საქმიანობა. ეს ფონდი აღრიცხავს ნაციზმის დანაშაულებს და პატივს მიაგებს მის მსხვერპლთა ხსოვნას, ასევე კომპენსაციებს გასცემს ნაცისტური რეჟიმის მსხვეპლთათვის.
ორგანიზაცია კომპენსაციას გასცემს საკონცენტრაციო ბანაკების და გეტოების ყოფილ მოსახლეებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხზე, მათზე, ვინც იძულებითი შრომისთვის გაგზავნეს, ასევე აწარმოებს ისტორიულ პროექტებს და მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვაზე.
2000-იანი წლების შუა პერიოდისთვის მხოლოდ რუსეთში ფონდმა 200 ათას პირს გადაუხადა კომპენსაცია. 2024 წელს ფონდმა შეწყვიტა რუსეთში პროგრამის დაფინანსება, 2025 წელს კი ფონდის სამეურვეო საბჭომ ამ საბჭოში ს და ბელარუსის წარმომადგენლებს წევრის სტატუსი შეუჩერა – რასაც მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ორივე ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან.
რუსეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ გერმანიის ფონდმა დაიკავა “პოლიტიკურად ანგაჟირებული ანტირუსული პოზიცია, ავრცელებდა მოწოდებებს უკრაინის მხარდასაჭერად და ორგანიზებას უწევდა შემოწირულობათა შეგროვებას”. ფონდს ბრალად დასდეს ქმედებების განხორციელება, რომლებიც მიმართულია რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე, “სამხედრო წინააღმდეგობის გაძლიერებაზე”, საზოგადოების რადიკალიზაციაზე და “რუსოფობიის კულტივაციაზე”.
ეს გერმანული ფონდი დაარსებულია ხელისუფლების და ბიზნესის წარმომადგენელთა მიერ. რუსეთში 2024 წელს მიიღეს კანონი, რომელის შესაძლებელს ხდის ქვეყანაში “არასასურველად” გამოცხადდეს არა მხოლოდ კერძო არაკომერციული ორგანიზაციები, არამედ ისინიც, რომელთა დამაარსებლებს შორის სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოები არიან.
ფონდს აკრძალვაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
ფორუმი