რუსეთში ადასტურებენ დრონებით დარტყმას სულ მცირე ერთ ქარხანაზე

რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში უკრაინული დრონებით შეტევის ერთ-ერთ სამიზნე იყო ნავთობქიმიური პროდუქტების ქარხანა, რომელსაც კომპანია „სიბურ-კსტოვო“ მართავს.
ამას ადასტურებს საწარმოს მფლობელი კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაცია, რომელსაც ს სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. კომპანია ირწმუნება, რომ პირდაპირი დარტყმა არ ყოფილა და ტერიტორიაზე ჩამოცვივდა „მოგერიებული“ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები, რამაც ხანძარი გამოიწვია.
კომპანიას ხანძრის მასშტაბი არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ პერსონალი უსაფრთხო მანძილზე გადაიყვანეს.
„სიბურ-კსტოვო“ რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ კომპანია „სიბურს“ ეკუთვნის და ეთილენს, პროპილენს, ბენზოლსა და სხვა მსგავს პროდუქტებს აწარმოებს. ქარხანა „სიბურ-კსტოვო“ ნიჟნი-ნოვგოროდის ქალაქ კსტოვოს სამრეწველო ზონაში მდებარეობს.
ამასთან, გამოცემა „რბკ-“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოთხი დრონით შეტევა იყო კსტოვოს სამრეწველო ზონაში მდებარე ნავთობის საცავზე, რომელიც კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის და ეს ობიექტი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
29 იანვარს, ადგილობრივი დროით ღამის სამ საათზე, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორ გლებ ნიკიტინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დრონის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია კსტოვოს სამრეწველო ზონის ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. ნიკიტინს საწარმო და ხანძრის მასშტაბი არ დაუკონკრეტებია.
ქალაქ კსტოვოს სამრეწველო ზონაში მდებარეობს კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ქიმიური საწარმოები და თბოელექტროსადგური.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა კსტოვოში „ლუკოილის“ ქარხანას დრონებით შეუტიეს 2024 წლის მარტშიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 29 იანვარს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა