რუსეთში Дождь-ის ჟურნალისტს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული სამხედრო „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის გაასამართლებენ

რუსეთში Дождь-ის ჟურნალისტს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული სამხედრო „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის გაასამართლებენ – ამის შესახებ ინფორმაციას zona.media ავრცელებს. მოსკოვის ტაგანსკის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის განხილვა სამხედრო „ყალბი ინფორმაციის” გავრცელებისთვის Дождь-ის ჟურნალისტის, ვალერია კიჩიგინას წინააღმდეგ.
💬 ბრალდებაში თანახმად, 2022 წლის 6 აპრილს ვალერია კიჩიგინა თავის Telegram არხზე დაწერა:
„აქ ვაკოპირებ დიმა კოლეზევის მასალების ბმულს იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება იყოს ბუჩას ხოცვა-ჟლეტა ყალბი. რადგან რატომღაც, Instagram აღარ იძლევა მასზე წვდომის საშუალებას აპლიკაციიდან“.
🔴 მეორე ბრალდება ეხება 2023 წლის 8 აგვისტოს პოსტს კიჩიგინას Instagram-ის ანგარიშზე. მან გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, რომელზეც გამოსახულია ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა რუსეთის ფედერაციის დროშებით, პოსტს თან ახლდა კომენტარი: „დღეს არის საქართველოში ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავი. 7-8 აგვისტოს ღამეს რუსეთის ჯარები შეიჭრნენ ქვეყანაში და დაბომბეს ქალაქები. უკვე 15 წელია, საქართველოს 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული“. ორივე პოსტი ამჟამად მიუწვდომელია. გამოქვეყნებული საქმის მასალების თანახმად, გამომძიებელმა კიჩიგინას ანგარიშების საკუთრება ФСБ-ის დახმარებით დაადგინა.
🔴 სამხედრო „ყალბი ინფორმაციის“ შესახებ მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში 2022 წლის მარტში შევიდა. ის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ პოსტების გამო მრავალი ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით გამოიყენეს. კიჩიგინას საქმე პირველი ცნობილი შემთხვევაა, როდესაც გამომძიებლებმა სამხედრო “ყალბი ინფორმაციის” მუხლი საქართველოსთან ომის კონტექსტში “ყალბ” ინფორმაციად მიიჩნიეს.