რუსეთს 121 დრონით შეუტიეს, არის ხანძარი და მსხვერპლი — მედია

რუსეთის ქალაქ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმას ხანძარი მოჰყვა.
ხანძრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში აიტვირთა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობისა და აფეთქებების შესახებ ს ფედერაციის სხვა რიგ რეგიონში.
რუსული მხარის ინფორმაციით, სარატოვის ოლქში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სხვები კი დაშავდნენ. გუბერნატორის ცნობით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ახლომდებარე სკოლაში დროებითი განსახლების ცენტრი შეიქმნა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, 121 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის, კრასნოდარის მხარეში, ანექსირებული ს თავზე, ბრიანსკის, ბელგოროდის, ვორონეჟის, სარატოვის, სტავროპოლის, ტულის, როსტოვის და რიაზანის ოლქებში.