“რუსეთს უკრაინისთვის ომი არ გამოუცხადებია, უნდა გვიხაროდეს” | ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ამტკიცებს, რომ რუსეთს უკრაინისთვის ომი არ გამოუცხადებია. ბუდაპეშტში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე მან პუტინის ტერმინი გამოიყენა და ომს “სამხედრო ოპერაცია” უწოდა.
“ეს არის სამხედრო ოპერაცია. ორ ქვეყანას შორის ომი არ გამოცხადებულა. როცა გამოაცხადებს ომს, მაშინ იქნება ომი. უნდა გვიხაროდეს, რომ ომი არ გამოცხადებულა, რადგან მაშინ რუსეთში საერთო მობილიზაცია გამოცხადდებოდა. ამას არავის ვუსურვებ”, – თქვა ორბანმა.
ორბანმა რუსეთ-უკრაინის ომი “სამხედრო ოპერაციად” მოიხსენია პეკინში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისასაც, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჟურნალისტებთან საუბრისას კი უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ პუტინთან სიტყვა “ომის” გამოყენებას არ მოერიდება, თუ ეს მას დასჭირდება.

ცნობისთვის, ორბანი პირველი ევროპელი პოლიტიკოსია, რომელიც პუტინს ომის დანაშაულების გამო მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგ შეხვდა. ის ეწინააღმდეგებოდა სთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. გადაწყვეტილების შემდეგ კი 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება დაბლოკა.