რუსეთს უკრაინელი ბავშვებისთვის „ტვინების გამოსარეცხად“ 200-ზე მეტი ბანაკი აქვს – კვლევა

რუსეთს მოტაცებული უკრაინელი ბავშვებისთვის „ტვინების გამოსარეცხად“ 200-ზე მეტი ბანაკი აქვს მოწყობილი.
ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian იელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ჰუმანიტარული კვლევების ლაბორატორიის მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის თანახმად, ბანაკებს უკრაინელი ბავშვების ხელახალი განათლების, რუსიფიკაციისა და მილიტარიზაციის ფართო ქსელის შესაქმნელად იყენებს.
როგორც გამოცემა წერს, გამოძიებამ დოკუმენტებით და სატელიტური ფოტოებით გამოავლინა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ ში არსებული ობიექტები მოიცავს ბანაკებს, სკოლებს, სამხედრო ბაზებს, სამედიცინო დაწესებულებებს, რელიგიურ სივრცეებს და უნივერსიტეტებს.
„2022 წელს სრულმასშტაბიანი შემჭრის შემდეგ, უკრაინელი ბავშვები მიჰყავდათ ასეთ ადგილებში და ექვემდებარებოდნენ პროგრამებს, რომლებიც მოიცავს პატრიოტულ ინდოქტრინაციას, საბრძოლო წვრთნებს, მედესანტეების წვრთნას და ს შეიარაღებული ძალებისთვის დრონების აწყობის გაკვეთილებსაც კი“, – წერს The Guardian.
იელის კვლევამ აჩვენა, რომ ბანაკებიდან სულ მცირე 130-ში დაფიქსირდა ბავშვების პრორუსული ნარატივებით ინდოქტრინაციის მცდელობები.
მათ შორის, გამოცემის თანახმად, სულ მცირე 39 დაწესებულებაში მოქმედებს მილიტარიზაციის პროგრამები, სადაც 8 წლამდე ასაკის ბავშვები გადიან იარაღის გამოყენების წვრთნას, ყუმბარების სროლის შეჯიბრებებსა და ტაქტიკური მედიცინის კურსებს.
გასულ კვირას The Guardian-მა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან ბავშვები აღწერდნენ, თუ როგორ მიჰყავდათ იძულებით ასეთ სამხედრო სტილის ბანაკებში და ამზადებდნენ რუსეთისთვის საბრძოლველად.
„აქ ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ქსელი, რომელიც სპეციალურად აშენდა და გაფართოვდა 2014 წლიდან, რათა უკრაინელი ბავშვები რუსებად აქციონ. ეს უკრაინელი ბავშვების ხელახალი განათლების – ტვინის გამორეცხვისა და ჯარისკაცებად გადაქცევის გზაა“, – განაცხადა იელის ჰუმანიტარული კვლევების ლაბორატორიის დირექტორმა, ნათანიელ რეიმონდმა.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ მოსკოვი ბანაკების ქსელის გასაზრდელად ემზადება და სულ მცირე ორი ბანაკის მშენებლობა მიმდინარეობს.
The Guardian-ს ცნობით, მკვლევრებმა შეაგროვეს ღია წყაროებიდან მიღებული მტკიცებულებები (ხშირად რუსეთის პუბლიკაციებიდან), მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, რაც ბავშვების არსებობას სულ მცირე ხუთი დამოუკიდებელი წყაროდან ადასტურებს.
„ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ თხრილების სამუშაოები, სასროლეთები, აღლუმების მოედნები. ერთადერთი, რაც არ ვიცით, არის ის, უკვე გაგზავნეს თუ არა [უკრაინელი ბავშვები] საბრძოლველად“, – განაცხადა ნათანიელ რეიმონდმა.
როგორც The Guardian წერს, ეს არის პირველი ანგარიში, რომელიც ავლენს რუსეთის ქსელის მასშტაბებს, რაც ამძიმებს ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებებს.
2023 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება რუსეთის პრეზიდენტ სა და ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ უკრაინელი ბავშვების სავარაუდო გატაცებისა და დეპორტაციის გამო. რუსეთი უარყოფს ნებისმიერ დანაშაულს და აცხადებს, რომ ბავშვები მხოლოდ მათი „უსაფრთხოებისთვის“ გადაიყვანეს და ამტკიცებს, რომ არცერთი მათგანი იძულებით არაა წაყვანილი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ იელის ანგარიში „წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსეთის დეზინფორმაციას“ და „მოითხოვს ქმედებებს“.
მთავარი ფოტო: Telegram-დან, სადაც ასახულია ბავშვები, რომლებიც რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში სწავლობენ

ასევე დაგაინტერესებთ