რუსეთს, ომის დაწყების შემდეგ, პირველი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ჩინურმა სარეიტინგო კომპანიამ მიანიჭა

რუსეთს, ომის დაწყების შემდეგ, პირველი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ჩინურმა სარეიტინგო კომპანიამ მიანიჭა
ჩინეთის სარეიტინგო კომპანია Chengxin International Credit Rating-მა (CCXI) ს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BBB-g-დან BBB+g-მდე გაზარდა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ ჩატარებული პირველი მსგავსი შეფასებაა. იუწყება რუსული RBC.
გამოცემის ინფორმაციით, BBB-g რეიტინგი მინიჭებული იყო საომარი მოქმედებების დაწყებამდე. 2022 წლის შემდეგ, CCXI-მ რუსეთის რეიტინგი ჯერ BBg-მდე შეამცირა, შემდეგ კი გააუქმა.
ცნობისთვის, BBB+g რეიტინგი არის სტაბილური რეიტინგი, რომელიც მიუთითებს საშუალო ეკონომიკურ და ფინანსურ სიძლიერესა და დეფოლტის საშუალო რისკზე.