რუსეთს ოკუპირებული მარიუპოლიდან ბათუმის მიმართულებით საკრუიზო მარშრუტების აღდგენა სურს

რუსეთის ხელისუფლება აზოვის ზღვაზე საერთაშორისო საკრუიზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ РИА Новости”რუსეთის მთავრობის დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება.

დახურული მასალების მიხედვით, საუბარია უცხო ქვეყნების მიმართულებით კრუიზების განახლებაზე. დოკუმენტებში მითითებულია, რომ წარსულში საკრუიზო მარშრუტი არსებობდა მარიუპოლსა და ბათუმს შორის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სამგზავრო ნავმისადგომის, აღდგენის ან აშენების შემთხვევაში, მარშრუტის ხელახლა ამოქმედება შესაძლებელია.

ამავე ინფორმაციით, პოტენციური კრუიზებისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას გემი მუსტაი ქარიმი. მანამდე რუსული მედია იუწყებოდა, რომ გემს გეგმური ტექნიკური და კოსმეტიკური რემონტი უტარდება.