რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთს მეზობელი ქვეყნების დაპყრობის არავითარი გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს.
პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ლავროვმა თქვა, რომ რუსეთს მეზობლების მიმართ აგრესიული გეგმები არ აქვს და ამის შესახებ დასავლეთში განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
“რუსეთს [მეზობელი ქვეყნების] დაპყრობის არავითარი გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს”, – თქვა ლავროვმა